1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გავლითი ვიზიტორი

სპეციფიკური კატეგორიაა, რომელიც დაკავშირებულია, როგორც საერთაშორისო და ადგილობრივ, ისე ერთი დღის ვიზიტორებთან და ტურისტებთან. გავლითი ვიზიტორი არის ადამიანი, რომელიც სწრაფად არ უბრუნდება თავის წარმოშობის ადგილს და ჩერდება მოცემული ქვეყნის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა დანიშნულების ადგილზე მისასვლელად. ამასთანავე ეს ადამიანები არიან ლეგელური ტრანზიტის რეჟიმში ამ ქვეყანაში, ამიტომ ისინი არ განიხილებიან საგადასახადო ადმინისტრირების ობიექტებად (ეს ძირითადად ეხებათ ვიზიტორებს, რომლებიც ჩამოდიან თვითმფრინავით, მაგრამ აღნიშნულ კატეგორიაში ასევე შედიან ადამიანებიც, რომლებიც კვეთენ ქვეყნის საზღვრებს სხვადასხვა დანიშნულების ადგილას მისასვლელად (აქ ძირითადად იგულისხმებიან საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტით მოგზაურები). ძირითადად გავლითი ვიზიტორები არიან ერთდღიანი ვიზიტორები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, როცა ზოგიერთ შემთხვევაში ისინი რჩებიან ღამით და უკვე განიხილებიან როგორც ღამისთევით ვიზიტორები.
Source: ანგარიში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ: - თბ. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია; 2005. – გვ. 69
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9