1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სამუშაო ძალა

წარმოადგენს ერთ-ერთ წარმოების ფაქტორს. სამუშაო ძალის სტრუქტურაზე ზემოქმედებას ახდენენ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: მოსახლეობის რაოდენობა, ვისაც სურს და შეუძლია მუშაობა, შრომითი კანონმდებლობა; ეკონომიკური განვითარების მდგრადობა; დამქირავებელი ორგანიზაციები და საბაზრო ფასები (საშუალო სახელფასო განაკვეთები).
თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ხელფასები (სამუშაო ძალის ღირებულება) განისაზღვრება მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე. თუმცა, საკანონმდებლო რეგულირების, ასევე პროფესიული კავშირებისა და სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენით ხდება ხელფასების დონეზე ზემოქმედება.
სამუშაო ძალის აღრიცხვა და ქვეყანაში დასაქმების დონეზე ზემოქმედება მრავალი ქვეყნის ამოცანას წარმოადგენს. ამ მიმართულებით არსებობს უმუშევრობის კატეგორიების, შრომის ბაზრის ანალიზის განსხვავებული მეთოდოლოგიები.
Source: დასაქმების პროგრამები საქართველოშია – ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, – 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9