1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

უა უბ უდ უე უზ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უძ უწ უხ
უმა უმკ უმო უმუ უმც უმძ უმწ

უმუშევრობის დათვლის 4 მეთოდი

● სამუშაო ძალის გამოკვლევის მოდელი უმუშევრობის დონის განსაზღვრის ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდია, ვინაიდან ის იძლევა შედარებით სრულყოფილ შედეგს და უმუშევრობის დონის ისეთი განსხვავებული ჯგუფების მიხედვით გამოთვლის შესაძლებლობას, როგორიცაა რასა, სქესი და ა.შ. აღნიშნული მეთოდი ყველაზე უკეთ ერგება საერთაშორისო სტანდარტებს.
● ოფიციალური შეფასებებისათვის გამოიყენება ერთი ან მეტი მონაცემი გაანგარიშების სხვა სამი მეთოდიდან. ამ მეთოდის გამოყენება შესუსტდა სამუშაო ძალის გამოკვლევის მოდელის სასარგებლოდ.
● საზოგადოებრივი დაზღვევის სტატისტიკა, როგორიცაა უმუშევრის შემწეობა, გამოითვლება დაზღვეული პირების მიხედვით, რომლებიც მიეკუთვნებიან მთლიან სამუშაო ძალას და იმ პირთა რიცხვის მიხედვით, რომლებიც იღებენ შემწეობას. ეს მეთოდი მკაცრად გაკრიტიკებულ იქნა შემწეობების ამოწურვის გამო, სანამ პირი იშოვის სამუშაოს.
● დასაქმების სამსახურის სტატისტიკა ნაკლებ ეფექტური უწყებაა, ვინაიდან ის მოიცავს იმ პირთა მხოლოდ თვიურ რაოდენობას, რომლებიც მიმართავენ დასაქმების სამსახურს. ეს მეთოდი ასევე მოიცავს ისეთი ტიპის უმუშევრებს, რომლებიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) განმარტებით არ არიან უმუშევრები.
Source: დასაქმების პროგრამები საქართველოშია – ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, – 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9