1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სრუ

სრული დასაქმება

ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირება სულაც არ ნიშნავს უმუშევრობის აბსოლუტურ არარსებობას. ნებისმიერ შემთხვევაში ფრიქციული და სტრუქტურული უმუშევრობა გარდაუვალია. მაშასადამე, სრული დასაქმება განისაზღვრება როგორც დასაქმება, რომელიც მოიცავს სამუშაო ძალის 100%-ზე ნაკლებს. ზუსტად რომ ვთქვათ, უმუშევრობის დონე სრული დასაქმების დროს ფრიქციული და სტრუქტურული უმუშევრობის დონეთა ჯამის ტოლია. სხვა სიტყვებით, უმუშევრობის დონე სრული დასაქმების დროს იმ შემთხვევაში მიიღწევა, როდესაც ციკლური უმუშევრობა 0-ის ტოლია. უმუშევრობის დონეს სრული დასაქმების პირობებში ასევე უწოდებენ უმუშევრობის ბუნებრივ დონეს.
Source: დასაქმების პროგრამები საქართველოშია – ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, – 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9