ტიპიური შუასაუკუნეობრივი ჟანრია, რომელიც თავდაპირველად ქრისტეს შობას, მის ვნებას, ჯვარცმასა და აღდგომას განასახიერებდა. მრევლის წარმოსახვაზე ძლიერი შთაბეჭდილების მოსახდენად მღვდელი რომელიმე ეპიზოდს წარმოადგენდა სახარებიდან, ეს იყო „თაყვანისცემა“ ანუ „მისტერია“ - ლიტურგიული წარმოდგენა, რომელიც რელიგიური კულტის შესრულებასთან იყო დაკავშირებული და მის ნაწილს შეადგენდა. მისტერიების მორალი იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანის ყველა ზრახვა მიმართული ყოფილიყო იმქვეყნიური ცხოვრების ანუ სულის ხსნისაკენ და რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო ქრისტეს ბაძვა, ტანჯვა ამქვეყნად იმქვეყნიური ნეტარების მოსაპოვებლად. მთავარი იდეა, რომელიც მისტერიებს საფუძვლად ედო, სამი საფეხურისაგან შედგებოდა და შემდგომში მდგომარეობდა: მგრძნობელობა - განწმენდა - განახლება მისტერიები მთელს ევროპაში იყო გავრცელებული.
Source: კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა – 2005, – №8, – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, – [რედაქტორი:ინგა მილორავ] – თბ., – 2004