1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაჩ მაძ მაჰ

მაქანი ტიბორ

ქ. ოუბურნის ალაბამის შტატის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის მიწვეული პროფესორი და კალიფორნიაში, ქ. ორანჯში ჩეპმენის უნივერსიტეტის არგიროსის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლის პროფესორია. აგრეთვე, ქ. სტანდფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის სახელობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ქ. ირვინში მოქმედი კერძო მედიაკომპანიის „Freedom Communications, Inc“–ის საჯარო პოლიტიკის მრჩეველი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის აქტიური წევრია. მაქანი 1939 წელს დაიბადა უნგრეთში. მამა ოჯახის მიმართ ერთობ მკაცრი და დაუნდობელი პიროვნება იყო, ამასთან, ის ფაშისტებს უთანაგრძნობდა. თავისუფლების მოყვარე ტიბორს მასთან მუდმივად დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა და ამის გამო, მისგან მაქსიმალურ დამოუკიდებლობას ცდილობდა. 1953 წელს, 14 წლის ასაკში, ტიბორმა გასაბჭოებული უნგრეთიდან თავის დაღწევა მოახერხა და 6 თვიანი მოგზაურობის შემდეგ საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. 1956 წელს მან ამერიკის საჰაერო თავდაცვის ჯარებში დაიწყო სამსახური, სადაც ის დრამატულ წრეში გაერთიანდა და იმდროინდელი ამერიკული ცხოვრების რიტმში სწარაფად ჩაერთო. სწორედ აქ შედგა მისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა: სპექტაკლ „16 იანვრის ღამე“-ზე მუშაობისას მან მისი თანამედროვე რუსულ-ებრაული წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის ქ-ნ აინ რანდის შემოქმედება აღმოაჩინა და პოლიტიკური ფილოსოფია „ობიექტივიზმი“, რამაც მთლიანად განსაზღვრა მისი ცხოვრებისეული თვალსაზრისი და შემდგომი კარიერა. სამხედრო სამსახურის შემდეგ ის სწავლას შეუდგა, სანტა ბარბარას კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო, პედაგოგიური მოღვაწობა დაიწყო და ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერი ავტორად ჩამოყალიბდა. მისი ღვაწლი თავისუფლების იდეებისა და ლიბერტარიანული პოლიტიკური ფილოსოფიის განვითარებაში 20-ზე მეტი წიგნისა
Source: მაქანი, ტიბორ რ. საქართველოში წაკითხული ლექციები: პრინციპები, გარდამავალი პერიოდი და განვითარება / ტიბორ რ. მაქანი ; [მთარგმნ. ირაკლი თოდრია ; მთ. რედ. პაატა შეშელიძე]. - თბ., 2007. - 114გვ.; 17სმ.. - ISBN: 978-99940-69-32-3 : [ფ.ა.][MFN: 31712]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9