საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას საქონლის ფასი, რომლის საფუძველზეც გაიანგარიშება საბაჟო გადასახადი. იგი მოიცავს გარიგების ფასს საქონლის შეძენისას, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის პუნქტამდე მისი ტრანსპორტირების, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის, დაზღვევის, საკომისიო (გარდა საქონლის გადაზიდვამდე ჩატარებული ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების საზღაურისა) და საბროკერო მომსახურების ხარჯებს, აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების გამოყენებისათვის მყიდველის მიერ პირდაპირ და არაპირდაპირ გადახდილ სალიცენზიო და სხვა გადასახდელებს. საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავების საბაჟო რეჟიმით გატანილი საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, მის საბაჟო ღირებულებას აკლდება გადასამუშავებლად გატანილი და დეკლარირებული საქონლის ღირებულება.
Source: როგორ გადავკვეთოთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი: გზამკვლევი, – თბ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,– 2003