1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ობი ობლ ობს

ობიექტივიზმი

ფილოსოფიური მოძღვრება, რომელსაც სათავე ქ-ნმა აინ რანდმა დაუდო და რომელიც მეტაფიზიკის, ეპისტომოლოგიის, ადამიანის ბუნების, ეთიკის, პოლიტიკისა და ესთეტიკის საკითხებს თავისებურ გააზრებას გვთავაზობს.
ამ მოძღვრების მიხედვით რეალობა გონების დამოუკიდებლად არსებობს. ადამიანები რეალობასთან გრძნობითი ორგანოებით ურთიერთობენ და მის შესახებ ობიექტურ ცოდნას აღქმულის მიხედვით აყალიბებენ.
როდესაც ქ-ნ რანდს სთხოვეს, რომ ორიოდე სიტყვით ჩამოეყალიბებინა ობიექტივიზმის ფილოსოფია, მან ის შემდეგნაირად განსაზღვრა:
1. მეტაფიზიკა: ობიექტური რეალობა;
2. ეპისტომოლოგია: გონება;
3. ეთიკა: პირადი ინტერესი;
4. პოლიტიკა: კაპიტალიზმი.
მისივე სიტყვებით, ეს ყოველივე უბრალო ენაზე შემდეგს ნიშნავს:
1. ბუნება რომ მართო, უნდა დაემორჩილო;
2. შენ შეგიძლია მიირთვა შენი ორცხობილა და ფლობდე მას;
3. ადამიანი თავისთავად მიზანია;
4. თავისუფლება ან სიკვდილი.
აინ რანდის მიხედვით სწორედ ამ მიდგომების საფუძველზე ყალიბდება „ობიექტივიზმის“ ფილოსოფია, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტს ერგება და იდეალური ადამინის შესახებ ერთადერთ ჭეშმარიტ მოძღვრებას წარმოადგენს.
Source: მაქანი, ტიბორ რ. საქართველოში წაკითხული ლექციები: პრინციპები, გარდამავალი პერიოდი და განვითარება / ტიბორ რ. მაქანი ; [მთარგმნ. ირაკლი თოდრია; მთ. რედ. პაატა შეშელიძე]. - თბ., 2007. - 114გვ.; 17სმ.. - ISBN: 978-99940-69-32-3 : [ფ.ა.][MFN: 31712]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9