1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მესამე დასი

XIX ს-ის ბოლოს საქართველოში შეიქმნა ახალი მიმდინარეობა რომელოსაც „მეორე დასის“ მეთაურმა“ გიორგი წერეთელმა „მესამე დასი“ უწოდა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ ეგნატე ნინოშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე ჟორდანია, კარლო ჩხეიძე, ისიდორე რამიშვილი და სხვ. ეს ჯგუფი იყო მუშათა ხალხის ინტერესების დამცველი და მარქსიზმის მიმდევარი. მათ საქართველოს სოციალ-ეროვნული მოძრაობა მთელი რუსეთის რევოლუციურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ნაწილად მიაჩნდათ და ეროვნული და სოციალური საზოგადოების შექმნას პროლატერიატზე ამყარებდნენ. რამდენიმე წელიწადში ეს ჯგუფი ერთიან სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციად გაერთიანდა მათი მიზანი იყო ბურჟუაზიული წყობილების მოსპობა და სოციალისტურის დამყარება.
Source: კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა 2006, – №11,– შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9