431 წელს ბიზანტიის იმპერატორმა თეოდოსი მეორემ (408-450 წ.წ.) ეფესოში მოიწვია III მსოფლიო საეკლესიო კრება. პირველსავე სხდომაზე, რომელსაც კირილე ალექსანდრიელი ხელმძღვანელობდა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნესტორი ანათემას გადასცეს და მისი მოძღვრება ღვთისმშობლის უარყოფის შესახებ პავლე სამოსატელის წვალების ტოლფასად გამოაცხადეს.
Source: ლიტერატურული ძიებანი 2001,– №21, – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი