1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ცე ცი ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცივ ციკ ცილ ცინ ცის ციფ ციც

ცისფერყანწელები

1915-16 წლების მიჯნაზე ქუთაისში არაორდინალურ ახალგაზრდა მწერალთა ერთ-ერთმა გუნდმა დააარსა ლიტერატურული დაჯგუფება, რომელსაც „ცისფერი ყანწები“ უწოდა. ეს სახელი დაარქვეს მათ მიერვე გამოცემული პირველი ჟურნალის („ცისფერი ყანწების“) სახელწოდების მიხედვით. ამ ფაქტმა ქუთაისის და დედაქალაქის მოწინავე საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ცისფერყანწელთა ორიგინალურმა ქცევამ, მანერებმა, წერისა და აზროვნების განსხვავებულმა სტილმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი განწყობა წარმოშვა, მწერალთა და ხელოვანთა სამყაროს წარმომადგენელთა შორის ჩამოყალიბდა ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი. ასე რომ, ყანწელთა ცხოვრება-მოღვაწეობას, და განსაკუთრებით, მათი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ღირსებასა და მნიშვნელობას ერთნი გამართლებულად და პერსპექტივის მქონე დიდ სიახლედ მიიჩნევდნენ, მეორენი უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავდნენ.
ყანწელთა პირველი პერიოდული ორგანო იყო ჟ. „ცისფერი ყანწები“ (1916 წ. რედ. პ. იაშვილი). ორწლიანი შესვენების შემდეგ 1919 წელს გამოსცეს ჟ. „მეოცნებე ნიამორები“ (რედ. ვ. გაფრინდაშვილი); 1920 წელს - ჟ. „შვილდოსანი“ (რედ. ს. ცირეკიძე); იმავე წელს გამოვიდა გაზ. „ბარიკადი“ (რედ. ტ. ტაბიძე); 1922 წელს კი გაზ. „ბახტრიონი“ (რედ. გ. ლეონიძე). ყველა ამ გამოცემათა პერიოდულობა გარდა „ბახტრიონისა“ არ იყო მკაცრად რეგლამენტირებული, ისინი ობიექტური და გარკვეულწილად სუბიექტური მიზეზების გამოც გამოდიოდა მხოლოდ მაშინ, როცა ამას გარემოება მოითხოვდა - რომელიმე მნიშვნელოვანი პრობლემის მომწიფებისას, ოპონენტებთან პოლემიკის დროს ან ყანწელთა მოჭარბებული ენთუზიაზმის და პათოსის რეალიზაციის მიზნით.
Source: ლიტერატურული ძიებანი 2001,– №21, – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9