1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ავა ავგ ავი ავს ავტ ავუ ავღ ავშ

ავტომობილი

Fr. automobile
L. mobilis – მოძრავი
ადამიანთა გადასაყვანი (მსუბუქი) ან ტვირთის გადასატანი (სატვირთო) მანქანა, რომელიც შიგაწვის ძრავით მოძრაობს ურელსო გზებზე. ავტომობილი, ძრავიანი თვითმავალი ეტლი, რომელსაც აქვს ორზე მეტი თვალი (თვალებთან ერთად შეიძლება ჰქონდეს მუხლუხოები ან თხილამურები), გადაჰყავს მგზავრები და გადააქვს ტვირთი. პირველი თვითმავალი ეტლის იდეა ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის. 1515 წელს მან მთავრობას წარუდგინა სამხედრო მიზნებისათვის განკუთვნილი თვითმავალი პროექტი, რომლის მიხედვითაც თვლები უნდა ამოძრავებინა წინასწარშეკუმშულ ზამბარას. 1689 წელს ი. ნიუტონმა დაამუშვა ორთქლის 1337 ქვაბიდან წნევით გამომავალი ორთქლის ჭავლის რეაქტიული პრინციპით მოქმედი თვითმავალი ეტლის პროექტი. ეს პროექტი თავის დროზე არ განხორციელებულა (მათში წამოყენებული პრინციპები გამოყენებულია ჩვენი დროის ბევრ სატრანსპორტო მანქანაში). 1885 წელს ააგეს პირველი ავტომობილი შიდაწვის ძრავით (გ.დაიმლერი და ა.ბენცი). შიდაწვის ძრავის შექმნამ გადატრიალება მოახდიანა ტრანსპორტირებაში, სამხედრო ტექნიკისა და სოფლის მეურნეობის მექანიზაცაში.
Source: მიკრო კვლევები, – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რესურს ცენტრი, – თბ. 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9