გამოიყენება მობილური კომუნიკაციისთვის. სტანდარტული ხმოვანი ფუნქციების გარდა მობილურ ტელეფონს აქვს მრავალი დამატებითი სერვისი, როგორიცაა: SMS - ტექსტური შეტყობინებებისათვის, ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტი, MMS - სურათების გასაგზავნად და მისაღებად, ფოტოკამერა, ვიდეოკამერა და სხვა მრავალი.
პირველი მობილური ტელეფონი დაპატენტებულია 1908 წელს, ნათან სტაბალფიდის მიერ, კენტუკის შტატში, აშშ. 1947 წელს AT&T-ს ლაბორატორიაში განავითარეს და გამოუშვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მუშაობდა რადიო სადგურების სიგნალით და ვითარდებოდა სხვა ლაბორატორიების მიერ 1960 წლამდე. ამ მობილურ ტელეფონებს იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომში. ინფორმაციის დაბალი დანახარჯებით და სწრაფი გავრცელების გამო აღნიშნული ტელეფონი სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. მოტოროლას მკვლევარმა და დირექტორმა მარტინ კუპერმა გამოიგონა პირველი პრაქტიკული მობილური ტელეფონი 1973 წლის 3 აპრილს.
Source: მიკრო კვლევები, – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რესურს ცენტრი, – თბ. 2008