1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბეა ბეი ბეკ ბელ ბენ ბერ ბეს ბეშ

ბენეტონი

t.n. United Colors Of Benetton
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური სავაჭრო მარკაა. ამ კომპანიის წარმატების ისტორია დაიწყო 1955 წელს იტალიურ ქალაქ ტრევისოში, როცა 4 ოჯახიშვილიდან უფოსი ვაჟი ლუჩანო ბენეტონი 20 წლის იყო და მუშაობდა გამყიდველად. მან შეამჩნია, რომ ადამიანს სჭირდებოდა ფერები მის ცხოვრებასა და ტანსაცმელში. ლუჩანომ გაყიდა უმცროსი ძმის ველოსიპედი და იყიდა საკერავი მანქანა რათა შეეკერა მაისურები და მიეყიდა ადგილობრივი მაღაზიებისთვის. შემდეგ მან შესთვაზა მის დასა და 2 უმცროს ძმას შეერთებოდნენ მას. ასე დაიწყო ბენეტონების ოჯახური ბიზნესი და 1965 წელს ჩამოყალიბდა კომპანია სახელად United Colors Of Benetton.
კომპანიის ინტერნაციონალური სტილი ჩამოყალიბდა ფერების, დინამიკისა და კომფორტულობის შერწყმით. ამ კომპანიის ტანსაცმელს ჰყავს ყველა ასაკის მომხმარებელი. კომპანიამ გამოუშვა თანამედროვე სპორტული ტანსაცმლის ხაზი და ამასთანავე გამოიყენა ტანსაცმლის ტრადიციული კოლექციები მამაკაცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვის. ბენეტონის მთავარი მახასიათებელია ფერების სიმრავლე და სიკაშკაშე, რაც სულაც არ გამოიყურება ვულგარულად, არამედ პირიქით ძალიან მოდურია. ბენეტონის ფერების სპექტრს შეუძლია დააკმაყოფილოს ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მომხმარებლის მოთხოვნები.
Source: მიკრო კვლევები, – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რესურს ცენტრი, – თბ. 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9