1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კეთ კეი კელ კემ კენ კერ

კეთილი სამსახური

E. Good office
1957 წელს გენერალურმა ასამბლეამ უფლება მიანიჭა ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს დახმარება გაეწია იმ ლტოლთათვის, რომლებიც თუმცა ვერ ექცეოდნენ წესდებით გათვალისწინებული ცნების ჩარჩოებში, მაგრამ მათი მდგომარეობა “საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევდა“. ეს ეხებოდა ჩინელ ლტოლვილებს ჰონკონ-გიდან, რომლებიც სამართლებრივი მიზეზების გამო (კერძოდ, ორი ჩინეთის არსებობა) არ განიხილებოდნენ ლტოლ-ვილებად. 1967 წლის 7 დეკემბრის რეზოლუციით გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ჩინელი ლტოლვილების მდგომარეობა აღელ-ვებს საერთაშორისო საზოგადოებას და თხოვნით მიმართა ლტოლვილთა უმაღ-ლეს კომისარს დახმარების აღმოჩენისას გამოეყენებინა თავისი “კეთილი სამსახური“. 60-იან წლებში კეთილი სამსახური აფრიკის კონტინენტის ლტოლვილებსაც შეეხო (ანგოლელი ლტოლვილები კონგოში). თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა სახელმწიფოებს კეთილი სამსახური არასწორად მიაჩნდათ ცალკეულ შემთხვევებში გარკვეული პოლიტიკური მიზეზების გამო. (ალჟირელი ლტოლვილებისადმი გაწეული კეთილი სამსახური ტუნისში). ითვლებოდა, რომ ლტოლვილები, რომლებიც კეთილი სამსახურით სარგებლობდნენ, შესაბამისობაში იყვნენ წესდებაში არსებულ ლტოლვილის ცნებასთან – prima facie ჯგუფური მიდგომის საფუძველზე. ამ დროს ლტოლვილებს მოხსნილი ჰქონდათ მტკიცების ერთი კრიტერიუმი - დევნის საფუძვლიანი შიში.
Source: რამიშვილი ალექსანდრე ლტოლვილის სტატუსის დადგენა საერთაშორისო სამართალში, ალმანახი # 18 . 2003/საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9