1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კეთ კელ კენ კერ

კერძო არბიტრაჟი

  1. დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა, როდესაც საქმეს განიხილავს არა საერთო სასამართლო, არამედ კონკრეტულად ამ დავისთვის მხარეთა შეთანხმებით დანიშნული არბიტრების შემადგენლობა.
    Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
  2. კანონი განასხვავებს ორი სახის არბიტრაჟს - მუდმივმოქმედ და დროებით კერძო არბიტრაჟს. მათ შორის განსხვავება გამოიხატება ასეთი სახის არბიტრაჟების შექმნის წესში. ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მუდმივმოქმედ არბიტრაჟს უნდა ჰქონდეს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. ასევე, სავალდებულოა, რომ მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა რეგისტრაცია გაიაროს სასამართლოში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ასეთი სახის საწარმოების (არბიტრაჟების) საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის წარმოშობილი სამოქალაქო დავების განხილვა. ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ვალდებულია მიიღოს არბიტრაჟის დებულება, სადაც აისახება არბიტრაჟის დანიშვნისა და საარბიტრაჟო განხილვის წესები. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ვალდებულია, ამოქმედებამდე მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოაქვეყნოს არბიტრაჟის დებულება. რაც შეეხება დროებით არბიტრაჟს, მათი შექმნის წესი უფრო გამარტივებულია. დროებითი არბიტრაჟი იქმნება ყველა კონკრეტულ სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით და მისი რეგისტრაცია სასამართლოში არ არის სავალდებულო.არბიტრაჟი შესაძლებელია შედგებოდეს როგორც ერთი, ისე, რამდენიმე წევრისაგან. არ დაიშვება ისეთი შეთანხმება, რომლის ძალითაც არბიტრაჟის წევრთა დანიშვნისას ერთ-ერთ მხარეს ენიჭება უპირატესი მდგომარეობა. ასეთი შეთანხმება, კანონის თანახმად, ბათილია. თუ არბიტრების რაოდენობა ერთზე მეტია, მაშინ არბიტრაჟის წევრები ერთ-ერთ მათგანს ნიშნავენ თავმჯდომარედ. არბიტრაჟის თავმჯდომარეს არბიტრები ნიშნავენ მისი შექმნიდან ხუთი დღის ვადაში, ან პირველსავე სხდომაზე. თავმჯდომარის დანიშვნის ვადის საკითხის გადაწყვეტისას შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ იქნას გათვალისწინებული.
    Source: კერძო არბიტრაჟი საქართველოში: დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა, გზამკვლევი / ფონდი ALPE - თბ.:
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9