1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო

abbr. ეკოსოსი
გაეროს ძირითადი ორგანოა, რომელიც ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სფეროში მისდამი დაქვემდებარებული დამხმარე ორგანოებსა და ინსტიტუტების საქმიანობას წარმართავს. საბჭო შედგება 54 წევრისაგან, რომელიც გენერალური ასამბლეის მიერ 3 წლის ვადით აირჩევა. საბჭოზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ეკოსოსი უმნიშვნელოვანესი ფორუმია, რომელზეც განიხილავენ საერთაშორისო სისტემაში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემატიკას, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს წევრ-სახელმწიფოთა მთავრობებისა თუ გაეროს სისტემის შემადგენელი ორგანიზაციებისათვის.
ეკოსოსი სწავლობს, აანალიზებს და რეკომენდაციას გასცემს საერთაშორისო სისტემაში არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ, განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ეკოსოსი კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაცემის გზით კოორდინაციას უწევს სპეციალიზებული დაწესებულებების საქმიანობას.
ეკოსოსის შეხვედრები წელიწადში ერთხელ ჟენევაში ან ნიუ-იორკში იმართება, რომელშიც სახელმწიფოთა უმაღლესი პირები მონაწილეობენ. სესიის ხანგრძლივობა 5 კვირამდეა. სესიებს შორის ეკოსოსის საქმიანობას მისი სხვადასხვა ორგანოები, კომისიები და კომიტეტები წარმართავენ. ეკოსოსის შემადგენლობაში 9 ფუნქციური კომისია და 4 მუდმივი კომიტეტიც შედის:
1) პროგრამებისა და საკოორდინაციო;
2) განახლების;
3) არასამთავრობო ორგანიზაცია;
4) სამთავრობათაშორისო სააგენტოებთან ურთიერთობის კომიტეტი.
Source: საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშრომლობა.– საქართველოსთან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,–თბ.,– 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9