ორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ორგანოს წარმოადგენს. იგი გაეროს მიერ შემუშავებული პოლიტიკისა და კურსის განხორციელებას უწევს კოორდინაციას; ახორციელებს გაეროს პროგრამებისა და პროექტების ადმინისტრირებას და ორგანიზაციის ძირითად აღმასრულებელ რგოლს წარმოადგენს.
გაეროს სამდივნოს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს. მას გენერალური ასამბლეა უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე 5 წლის ვადით ირჩევს. ვადის გასვლის შემდეგ გენერალური მდივანი კიდევ 1 ვადით შეიძლება აირჩიონ. გაეროს გენერალური მდივანი, ორგანიზაციის მთავარი აღმასრულებელი პირი, გაეროს ძირითადი ორგანოებისა და მისი სისტემის დამაკავშირებელი რგოლია. გენერალური მდივანი ორგანიზაციის სახე და სიმბოლოა. იგი საერთაშორისო საზიგადოებრიობის ნების გამომხატველი და მშვიდობის დესპანია. გაეროს რიგით VII გენერალური მდივანი 1997 წლის 1 იანვრიდან არის კოფი ანანი.
გაროს სამდივნოს საქმიანობა ძალზედ მრავალფეროვანია. იგი მოიცავს სამშვიდობო ოპერაციებს, მდგრად განვითარებასა და ადამიანის უფლებებს; ასევე ეკონომიკურ და სხვა საკითხებს. სამდივნოს მოვალეობაში შედის მსოფლიოს ინფორმირება მიმდინარე საკითხების და, საერთოდ, ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. ასევე, პლანეტის ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება, გაეროს გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების მონიტორინგი თუ გაეროს დოკუმენტების თარგმნა ორგანიზაციის ოფიციალურ ენებზე.
Source: საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშრომლობა.– საქართველოსთან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,–თბ.,– 2005