1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სპა სპე სპი სპო

სპეციალური სასესხო უფლებები

abbr. SDR
E. special drawing right
საერთაშორისო სარეზერვო აქტივები, რომლებიც IMF-მ შეიმუშავა 1969 წელს იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე ფულადი აქტივები და მათი შესაძლო ზრდა არ იქნებოდა საკმარისი მსოფლიო ვაჭრობის ზრდის ხელშეწყობისთვის. იმ დროისთვის ძირითადი რეზერვები იყო ოქრო და აშშ დოლარი, შესაბამისად SDR წარმოდგენილი იყო, როგორც დამატებითი სარეზერვო აქტივი, რომელიც IMF-ს შეეძლო პერიოდულად განეთავსებინა წევრებში, როდესაც ამის საჭიროება იყო, და გაეუქმებინა საჭოროები მიხედვით.
SDR-ს ქაღალდის ოქროსაც უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფიზიკური ფორმა არ გააჩნიათ ისინი გადაეცემათ წევრ ქვეყნებს, როგორც მათი ქვოტის პროცენტი. ასე მაგალითად, IMF-მა თავისი საქმიანობის მანძილზე განათავსა 21,4 მილიარდი SDR-ს წევრ ქვეყნებში.
IMF-ს წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ SDR ერთმანეთს შორის და სსფ-სთან ურთიერთობისას. SDR წარმოადგენს ისევე როგორც IMF-ს ასევე მრავალი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის საზომ ერთეულს.
SDR ს ფასი დგინდება ყოველდღიურად ძირითადი ვალუტების კალათის გამოყენებით: ევრო, აშშ დოლარი, გირვანქა-სტერლინგი და იაპონური იენი. 2004 წლის 1 ივლისისათვის SDR უდრიდა 1,48 აშშ დოლარს. კალათის შემადგენლობა გადაიხდება ყოველ 5 წელში ერთხელ, რათა დარწმუნდნენ, რომ ვალუტების წარმომადგენლობა კალათაში შეესაბამება ამ ვალუტათა მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ფინანსურ სისტემებში.
Source: საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშრომლობა.– საქართველოსთან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,–თბ.,– 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9