1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მსა მსგ მსო მსუ მსჯ

მსოფლიო ბანკის ჯგუფი

შეიქმნა რა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრეტონ-ვუდსში (მისი პირველი პრეზიდენტი იყო Eugene Meyer, 1875-1959) მსოფლიო ბანკი თავისი არსებობის საწყის ეტაპზე ახდენდა ომისშემდგომი ევროპის აღდგენას. 1947 წელს მის მიერ გაცემული პირველი სესხი, რომელიც განკუთვნილი იყო საფრანგეთის რეკონსტრუქციისთვის შეადგენდა თანხას 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. რეკონსტრუქცია რჩება ბანკის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად. ეს საქმიანობა საშუალებას აძლევს გადაწყვიტოს ისეთი ამოცანები, როგორიცაა სტიქიის შემდგომი გაჭირვების ლიკვიდაცია, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა საჭირო შემთხვევებში და პოსტკონფლიქტური აღდგენა, ამოცანები რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის.
დღეისათვის მსოფლიო ბანკი წარმოადგენს განვითარების მიზნით ერთ-ერთ მსხვილ დახმარების წყაროს მსოფლიოში. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის უღარიბესი ჯგუფებისა და ქვეყნების დახმარება.
მსოფლიო ბანკი არის ხუთი ინსტიტუტიდან შემდგარი ჯგუფი, ესენია:
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD, დაარსდა 1945 წელს);
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC, 1956 წელს);
საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (IDA, 1960 წელს);
მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიის სააგენტო (MIGA, 1988 წელს) და
საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრი (ICSID, 1966 წელს). ყველა ამ ინსტიტუტის საერთო მიზანია მსოფლიო დონის ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის დაძლევა და ცხოვრების სტანდარტების ეკონომიკური განვითარება.
Source: საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშრომლობა.– საქართველოსთან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,–თბ.,– 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9