1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გაეროს განვითარების პროგრამა

  1. abbr. UNDP
    არის გაეროს საერთაშორისო ქსელი, რომელიც განვითარების მიზნებს ემსახურება. მსოფლიოს 166 ქვეყანაში გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობამ მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო ბიზნესის ნდობა დაიმსახურა.
    საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა 1993 წლიდან მუშაობს. სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში იგი ოთხ ძირითად სფეროში ეხმარება საქართველოს:
    • დემოკრატიული მმართველობა;
    • ეკონომიკური განვითარება;
    • გარემოს დაცვა და ენერგეტიკა;
    • კრიზისების პრევენცია და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაცია.
    ადამიანის უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობა, აივ/შიდსის პრევენცია და ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევა UNDP-ის ყველა პროგრამის აუცილებელ შემადგენელს წარმოადგენს.
    Source: გაეროს განვითარების პროგრამა: საქართველო.– დიზაინი და ბეჭდვა: Calamus Graphics Studio UNDP Georgiaდიზაინი და ბეჭდვა: Calamus Graphics Studio UNDP Georgia.–თბ.,2007
  2. გაეროს განვითარების პროგრამის მისიაა სახელმწიფოებს დაეხმაროს მოქალაქეებზე ორიენტირებული, მდგრად განვითარებაზე გათვლილი პროგრამების დამუშავებასა და განხორციელებაში.
    ყურადღება გაამახვილოს სიღარიბის აღმოფხვრაზე, გარემოს დაცვასა და აღდგენაზე, ქალთა თანასწორობაზე და ეფექტურ მმართველობაზე.
    გაეროს განვითარების პროგრამა ასევე დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ ადგილობრივი ოფისების მეშვეობით კოორდინირება გაუწიოს გაეროს ყველა ადგილობრივი ოფისის განვითარებისაკენ მიმართულ საქმიანობას.
    Source: საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშრომლობა.– საქართველოსთან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,–თბ.,– 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9