1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კვა კვე კვლ კვო

კვლევითი სწავლების მეთოდები

აღნიშნული სწავლების მოდელის ორიენტირი არა მარტო ახალი ცოდნის შეძენაა, არამედ უკვე არსებული ცოდნის გადამუშავებაც. მასწავლებელმა დიალოგის, წარმოსახვის, მეტაფორების, ანალოგიების და სხვა ხერხების გამოყენებით უნდა წაახალისოს მოსწავლეები და ხელი შეუწყოს შემეცნებითი აზროვნების განითარებას. ამგვარი სწავლების პროცესში მასწავლებელი ქმნის ისეთ სასწავლო გარემოს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეს დამოუკიდებლად ჩასწვდეს შესასწავლი ცნებების არსს და გადაჭრას დასახული პრობლემა. მოსწავლე, უპირველეს ყოვლისა, გამოყოფს პრობლემას, შემდეგ სახავს მისი გადაჭრის ალტერნატიულ გზებს, არსებული ინფორმაციის საფუძველზე იკვლევს მათ, აკეთებს არჩევანს და გამოაქვს დასკვნები. პარალელს ავლებს მიღებულ დასკვნებსა და ახალ მონაცემებს შორის. კვლევითი სწავლების პროცესში სამი დონე გამოიყოფა:
1. პედაგოგი აყენებს შესასწავლი საკითხის პრობლემას და თავად უძღვება პრობლემის გადაჭრის პროცესს;
2. პედაგოგი აყენებს მხოლოდ გადასაჭრელ პრობლემას, გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე მუშაობენ მოსწავლეები;
3. ყველაზე მაღალ დონეზე, მოსწავლეები აყენებენ პრობლემას და თავიდან ირჩევენ გადაჭრის გზებს. კვლევითი, ძიებითი მიმართულება სასწავლო პროცესში, დაკავშირებულია კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებასთან.
Source: ბესელია ნინო, მეიფარიანი თამარ, მიქიაშვილი ლელა, ჯალაღანია ირინე. ინტერაქტიული სწავლება [რეკომენდაციები პედაგოგიური ტრენინგისათვის],-ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო,–თბ.,–2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9