1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევგ ევთ ევრ ევქ

ეკიუ

(ევროპის სავალუტო ერთეული) გარდა ევროკავშირის ეროვნული ვალუტების აღმრიცხველის როლისა, გააჩნია მრავალი სხვა ფუნქცია. მან შეცვალა ყოფილი ევროპის საანგარიშო ერთეული - EUA (European Unit of Account), რომელიც წარმოადგენდა წმინდა საბუღალტრო საზომს ევროკავშირის ანგარიშებზე შემავალი და გამომავალი ანგარიშსწორების ფარდობით ღირებულების გამოსათვლელად. რაც შეეხება ეკიუს, (რომელსაც გააჩნია კეთილხმოვანების უპირატესობა და ფრანგული რევოლუციამდელი ცნობილი მონეტის სახელი, მას ზურგს უმაგრებდა დიდი სარეზერვო ფონდი - ევროპის სავალუტო თანამშრომლობის ფონდი (ესთფ), რომელშიც წევრ წვეყნებს უნდა შეეტანათ მათი ოქროს მარაგის 20% და დოლარის მარაგის 20%.
შედეგად ეკიუმ მოიპოვა საერთაშორისო ნდობა. იგი გამოიყენებოდა მრავალ გაროიგებებში, რომლებიც ევროკავშირის ფონდებთან არავითარ კავშირში არ იმყოფებოდნენ (1986 წლისათვის იგი გახდა მასამე ყველაზე გავრცელებული ვალუტა, რომელიც გამოიყენებოდა საერთაშორისო ფინანსურ გარიგებებში დოლარისა და გერმანული მარკის შემდეგ). კომპანიებისა და ფიზიკურ პირთა მზარდი რიცხვი გამოიყენებოდა ეკიუს საბანკო დეპოზიტების, სამოგზაურო ჩეკების, კომერციული ანგარიშფაქტურებისა და ანგარიშსწორებისათვის. ეს მართლაც დიდი მიღწევა იყო ვალუტისათვის, რომელიც ფიზიკურად არ არსებობდა, რამდენადაც ბრუნვაში არ იყო გამოშვებული ეკიუს არც კუპიურები, არც მონეტები. კერძო და კომერციული ფინანსური გარიგებებისთვის მისი სარგებლიანობა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ეკიუს ღირებულება ნებისმიერ კონკრეტულ ეროვნულ ვალუტაზე ნაკლებად მერყევი იყო.
Source: საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშრომლობა.– საქართველოსთან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,–თბ.,– 2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9