წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო სახელმწიფო მოღვაწეს. NATO-ს წევრი ქვეყნების მთავრობების მიერ მას მინიჭებული აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავმჯდომარის წოდება. ის არის მთავარი შემსრულებელი პირი და პასუხს აგებს ჩრდილოატლანტიკურ კავშირში კონსულტაციების პროცესის მიმართულებებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე. მას გააჩნია უფლებამოსილება უთანხმოების შემთხვევაში იშუამავლოს წევრ სახელმწიფოებს შორის. ის პაუსხისმგებელია საერთაშორისო სამმდივნოს საქმიანობაზე, NATO-ს ქვეყნების ხელისუფლებებთან და მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობაზე.
გენერალურ მდივანს ჰყავს მოადგილე, რომელიც ეხმარება მას, მისი მოვალეობების შესრულებაში და ცვლის მას, მისი არყოფნის შემთხვევაში.
Source: საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშრომლობა.– საქართველოსთან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,–თბ.,– 2005