1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლგ ლე ლი ლო ლტ ლუ
ლე ლეგ ლევ ლეზ ლეი ლეკ ლემ ლენ ლერ ლეს ლეტ ლექ

ლენინი

ვლადიმერ ილია ძე ულიანოვი - (10.06.1870, სიმბირსკი – 21.01.1924 მოსკოვი) პროლეტარული რევოლუციონერი, კ. მარქსისა და ფ. ენგელსის საქმის განმგრძობი. იგი იყო საბჭოთა კავშირის დამაარსებელი და მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს შემქმნელი. 1891 წ. ლენინმა ექსტერნად ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და I ხარისხის დიპლომი მიიღო.1892 წელის იანვარში ლენინმა ნაფიცი ვექილის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა სამარის საოლქო სასამართლოში. სამარაში მან შექმნა პირველი მარქსისტული წრე. გერმანულიდან რუსულ ენეაზე თარგმნა კ. მარქსისა და ფ. ენგელსის ,,კომუნისტური პარტიის მანიფესტი“, ამავე პერიოდს განეკუთვნება მისი ერთ-ერთი პირველი ნაშრომი ,,ახალი სამეურნეო მოძრაობანი გლეხთა ცხოვრებაში“. 1894 წელს ლენინმა დაწერა ,,რანი არიან ხალხის მეგობრები და როგორ ომობენ ისინი სოციალ - დემოკრატების წინააღმდეგ?“ 1897 წელს ლენინი სამი წლით გადაასახლეს ციმბირში ენისეის გუბერნიაში, მინუსინსკის ოკრუგის სოფ. შუშანსკოეში. ასევე რევოლუციური მოძრაობისთვის ციმბირში გადაასახლეს მისი საცოლე ნ. კრუპსკაია და მას ნება დართეს სასჯელი სოფ. შუშანსკოეში მოეხადა. აქ ისინი დაქორწინდნენ. გადასახლებაში ლენინმა 30-ზე მეტი შრომა დაწერა. 1900 – 05 წლებში ლენინი მიუნხენში, ლონდონსა და ჟენევაში ცხოვრობდა. 1901 წლის დეკემბერში ,,ისკრაში“ დაბეჭდილ ტავის ერთ-ერთ სტატიას მან პირველად მოაწერა ფსევდონიმი ლენინი (მას ჰქონდა სხვა ფსევდონიმებიც: ვ. ილინი, ვ. ფრეი, ივ. პეტროვი და სხვ.). ახ. ტიპის პარტიის შექმნისათვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის ნაშრომს ,,რა ვაკეთოთ?“ (1902). 1903 წ. შექმნა ახალი ტიპის მარქსისტული პარტია , ,,ბოლშევიზმი, როგორც პოლიტიკური აზროვნების მიმდინარეობა და როგორც პოლიტიკური პარტია“. ლენინი იყო არა მარტო რუსეთის, არამედ საერთაშორისო მოძრაობის ბელადი. 1919 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა III კომუნისტური ინტერნაციონალი. ლენინი გარდაიცვალა 1924 წლის 21 იანვარს, მისი ბალზამირებული ნეშტი 27 იანვარს მოათავსეს სპეციალურად აგებულ მავზოელუმში.
Source: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.6, გვ. 178-184.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9