1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლგ ლე ლი ლო ლტ ლუ
ლიბ ლიგ ლიდ ლივ ლიზ ლიკ ლიმ ლინ ლიპ ლის ლიტ ლიქ ლიც

ლიბერალური ფემინიზმი

ეყრდნობა დებულებას, რომ ქალთა ჩაგვრა და გენდერული უთანასწორობა არის სექსიზმისა და დისკრიმინაციის შედეგი, ანუ ქალებისა და მამაკაცებისათვის თანაბარი შესაძლებლობები არ არსებობს, ან მამაკაცებთან მათი თანასწორი შეჯიბრის გამართვას ხელს უშლის გარკვეული ბარიერები. ლიბერალური ფემინიზმის აზრით, გენდერული უთანასწორობა შეიძლება შეიცვალოს კანონების, დამოკიდებულებების, პოლიტიკური ცვლილებით, აქცენტი კეთდება ქალთა უფლებებზე, ქალებს იგივე უფლებები უნდა ჰქონდეთ, რაც მამაკაცებს. ლიბერალური ფემინიზმი არ მიისწრაფვის საზოგადოების ფუნდამენტური ცვლილებისაკენ, მას მხოლოდ ინსტიტუციური რეფორმების გატარებს სურს. პოლიტიკასთან მიმართებაში, მისთვის მნიშვნელოვანია ქალთა თანაბარი წარმოდგენა პოლიტიკურ სტრუქტურებში. არსებულ არათანასწორ სიტუაციას ეს მიმდინარეობა იმით ხსნის, რომ ქალების საშინაო შრომა სათანადოდ არ ფასდება და მიიჩნევს, რომ ძალაუფლების ფორმალურ სრუქტურებზე ქალების უბრალო „დამატება“ არ არის საკმარისი მამაკაცების დროებითი შექმნილი პოლიტიკური ინსტიტუტების შესაცვლელად.
Source: ჯავახიშვილი ნინო, ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9