1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი

პასუხისმგებელია გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა პროგრამის წარმართვასა და გაერთიანებული ერების ქარტიითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილი ადამიანის უფლებების დაცვასა და წახალისებაზე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამდივნოს ნაწილია და მას უმაღლესი კომისარი მართავს (აღნიშნული პოზიცია შეიქმნა 1993 წელს1). ოფისი თანამშრომლობს ქვეყნების მთავრობებთან, ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ადამიანის უფლებებისადმი რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სათაო ოფისი განლაგებულია უილსონის სასახლეში, ჟენევაში, შვეიცარიაში და აქვს ოფისი გაერთიანებული ერების სათაო ოფისში ნიუ იორკში. დღეისათვის ოფისზე 900-მდე თანამშრომელი მუშაობს. აქედან ნახევარი დასაქმებულია სათაო ოფისის გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის მუშაობენ გაერთიანებული ერების სააგენტოთა ხელმძღვანელთა ჯგუფებსა და საველე ოფისებში, რეგიონალურ ოფისებში, ადამიანის უფლებათა მრჩევლებად და გაერთიანებული ერების სამშვიდობო მისიების ადამიანის უფლებათა კომპონენტებში.
Source: გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა პროგრამასთან თანამშრომლობა. /დამხმარე სახელმძღვანელო სამოქალაქო საზოგადოებისათვის.[გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი],-2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9