1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინფორმაციის და გამოხატვის თავისუფლება

ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც მოიცავს ინფორმაციის მოძიების, მიღების და გადაცემის თავისუფლებას ტელე-რადიო მაუწყებლობის ან სხვა ნებისმიერი მედიის საშუალებით, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად, ზეპირი, ნაბეჭდი თუ სხვა ფორმით.
გამოხატვის თავისუფლების უფლებაში შედის როგორც მაუწყებლის უფლება, დაცული იყოს სახელმწიფო, პოლიტიკური ან კომერციული ჩარევისაგან, ისე საზოგადოების უფლება, მიიღოს მაქსიმალურად მრავალფეროვანი ინფორმაცია და შეხედულებები ტელე-რადიო მაუწყებლობის საშუალებით.
ტელე-რადიო მაუწყებლობის პროგრამა არ უნდა ექვემდებარებოდეს არც მთავრობის და არც სხვა მარეგულირებელი ორგანოს წინასწარ ცენზურას. მარეგულირებელი სანქციის მიღება შეიძლება მხოლოდ განსახილველი მასალის გავრცელების შემდეგ.
Source: გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები /რედაქტორი: სოზარ სუბარი მთარგმნელები: მალხაზ ნარინდოშვილი ქეთი ვაშაგაშვილი დიზაინი: ბესიკ დანელია გამოცემაზე პასუხისმგებელი: გიორგი მელაძე.-[თავისუფლების ინსტიტუტი].-თბ.,–2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9