ხალხი, აფხაზეთის აბორიგენული მოსახლეობა. 1989 წლის აღწერით, საქართველოში ცხოვრობდა 95,9 ათასი აფხაზი, აფხაზეთში – 93,3 ათასი, ხოლო მთლიანად სსრ კავშირში – 105 ათასი. 2003 წელს აფხაზეთში ჩატარებული აღწერის მასალების მიხედვით, აფხაზთა რაოდენობა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 94,5 ათას კაცს უდრიდა. გარდა ამისა, მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორა (სავარაუდოდ, 400 ათას კაცამდე) განსახლებულია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში (თურქეთი, სირია, იორდანია და სხვ.), ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოსა და აშშ-ში.
;აფხაზთა საკუთარი სახელწოდებაა – აფსუა. ქართველები მათ „აფხაზებს“ უწოდებენ და ქართული ენიდან გავრცელებული ეს ეთნიკური ტერმინი დღეს ფართოდაა ცნობილი მსოფლიოში.
თურქულ და ზოგიერთ ჩრდილო კავკასიელი ხალხის ენაში აფხაზების სახელწოდებაა „აბაზა“.
Source: ეთნოსები საქართველოში : [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ. ; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340