1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მუდ მულ მუნ მურ მუს მუტ მუქ მუღ მუშ მუჰ

მუჰაჯირები

არაბულად „გადასახლებულს“ ნიშნავს 1864 წელს კავკასიის მთიელი ხალხების დამარცხების შემდეგ რუსეთის მთავრობა შეუდგა ადრე შემუშავებული გეგმის განხორციელებას – მთიელთა განდევნას მშობლიური მიწაწყლიდან, განსაკუთრებით შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან. მაშინ აიძულეს 700 ათასამდე ჩერქეზი, უბიხი, აფხაზი, ჩეჩენი, დაღესტნელი და სხვა მთიელნი ოსმალეთში გადასულიყვნენ. სამშობლოდან 1864 წლის მუჰაჯირთა შორის აფხაზთა რაოდენობა 20 ათასს აღემატებოდა. დაახლოვებით ამდენივე აფხაზი გადასახლდა ოსმალეთში 1866 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ხოლო 1877 წლის აჯანყების შემდეგ აფხაზეთი დატოვა კიდევ 30-40 ათასმა ადამიანმა. მთლიანობაში ოსმალეთში გადასახლებული აფხაზებისა და აბაზების საერთო რაოდენობას 135 ათასი კაცით ანგარიშობენ. ამრიგად, რუსეთის აფხაზეთში გაბატონებისა და აფხაზთა შეიარაღებული წინააღმდეგობის შედეგი იყო აფხაზური ეთნოსის დიდი ნაწილის სამშობლოდან გაძევება. საზღვარგარეთის აფხაზური დიასპორა (დსთ-ს ქვეყნებს გარდა), ძირითადად, XIX საუკუნის მუჰაჯირთა შთამომავალია.
Source: ეთნოსები საქართველოში : [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ. ; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9