1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაჩ მაძ მაჰ

მამამძუძეობა

აფხაზებისა და ზოგი სხვა კავკასიელი ხალხის ტრადიციული კულტურის დამახასიათებელი ნიშანი იყო მამამძუძეობა (აფხ. ააძარა), რაც გულისხმობს ბავშვის გადაცემას აღსაზრდელად სხვა ოჯახისთვის, რომელიც, როგორც წესი, სოციალური „კიბის“ უფრო დაბალ საფეხურზე იდგა, ვიდრე ბავშვის ოჯახი. ამრიგად, პრივილეგირებული წოდების შვილები ძუძუმწოვრობიდან 8-13, ზოგჯერ კი 17-18 წლამდე, ქვემდგომი აზნაურებისა და გლეხების სახლებში იზრდებოდნენ. აღმზრდელი – მამამძუძე – აღსაზრდელ ვაჟს ასწავლიდა საზოგადოებრივი ქცევის ნორმებს, ცხენზე ჯდომას, იარაღის ხმარებას. მისი მეუღლე აღსაზრდელ გოგონას ასწავლიდა ხელსაქმეს, საოჯახო მეურნეობის გაძღოლას, ეტიკეტსა და სხვ. ახალგაზრდა ადამიანის მშობლიურ სახლში დაბრუნების შემდეგ აღმზრდელისა და გაზრდილის ოჯახებს შორის ახლო ურთიერთობა გრძელდებოდა. აღზრდილის ოჯახი ვალდებულად თვლიდა თავს მფარველობა გაეწია მამამძუძის ოჯახისა და მთელი მისი საგვარეულოსათვის. ითვლება, რომ მამამძუძეობა არბილებდა კლასობრივ წინააღმდეგობებს აფხაზურ საზოგადოებაში, მაგრამ, ამავე დროს, ეს ჩვეულება ამყარებდა ფეოდალიზმის საფუძვლებს და აძლიერებდა მოსახლეობის ქვედა ფენების დამოკიდებულებას თავადაზნაურობაზე. აფხაზეთში მამამძუძეობის ინსტიტუტი XX საუკუნის დამდეგამდე შემორჩა.
Source: ეთნოსები საქართველოში : [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ. ; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9