1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ებრ

ებრაელები

სემიტური მოდგმის უძველესი ხალხის საერთო ეთნიკური სახელია. ამ ერის ფორმირებასა და ისტორიაში გადამწყვეტი როლი მონოთეისტურმა რელიგიამ – იუდაიზმმა შეასრულა. ებრაელები სახლობენ სხვადასხვა ქვეყანაში და ჩაბმულნი არინ მათი მოსახლეობის საერთო ეკონომიკურ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. 1948 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით შეიქმნა ებრაელთა სახელმწიფო ისრაელი, რომლის ოფიციალური ენაა ივრითი, რაც ებრაულ ენას ნიშნავს.
საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში დაახლოებით 4 ათასი ებრაელი ცხოვრობს. მათი ძირითადი რაოდენობა წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, რუსთავში, ახალციხეში. სოფლები კი ებრაელებისაგან თითქმის მთლიანად დაიცალა.
სინაგოგები მოქმედებს თბილისში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, ონში, ახალციხესა და სურამში.
საქართველოში მცხოვრები ებრაელები ორ დიდ ჯგუფად იყოფიან:
1. ქართველი ებრაელები (სეფარადები, დაახლ. 80%) და
2. ევროპელი ებრაელები (აშკენაზები).
Source: ეთნოსები საქართველოში : [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ. ; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9