1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სოდ სოკ სოლ სომ სონ სოპ სორ სოს სოფ სოც

სომხები

(თვითსახელი — ჰაი) წარმოადგენენ სომხეთის რესპუბლიკის ძირითად მოსახლეობას. კომპაქტურად ცხოვრობენ თვითაღიარებულ ყარაბახის რესპუბლიკაში, ცხოვრობენ, აგრეთვე, მსოფლიოს სამოცზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოსა და რუსეთში. მრავლად არიან შეერთებულ შტატებში, კანადაში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მახლობელსა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. სომხური ენა შედის ინდოევროპულ ენათა ოჯახში.
ამჟამად სომხები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 6%-ს შეადგენენ. სხვადასხვა ოდენობით ცხოვრობენ ქვეყნის ქალაქებსა და რეგიონებში, განსაკუთრებით მრავლად არიან თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში.
Source: ეთნოსები საქართველოში : [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ. ; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9