1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
აზა აზე აზრ

აზერბაიჯანელები

(თვითსახელი – აზერბაიჯანლილარ) - ცხოვრობენ სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. კომპაქტურად არიან დასახლებული, აგრეთვე, საქართველოში (ქვემო ქართლში, კახეთში), დაღესტანში, ირანში. აზერბაიჯანელთა ფორმირებაში ადგილობრივ, ალბანურ, ეთნიკურ სუბსტრატთან ერთად მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო მოსულმა ირანულმა და თურქულენოვანმა, განსაკუთრებით ოღუზურმა და სელჩუკურმა ელემენტმა.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში აზერბაიჯანელები დაახლოებით 7%-ს შეადგენენ, მათი საერთო რაოდენობის 19,2% ქალაქად ცხოვრობს, დანარჩენი – სოფლად. მათ საქართველოში ჩამოსახლების თავისებური ისტორია და ადაპტაციის მეტად რთული გზა განვლეს.
Source: ეთნოსები საქართველოში : [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ. ; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9