ადამიანი, საზოგადოებრივი არსება, ანუ zoon politikon, არისტოტელეს განმარტებით, რაც არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ადამიანი საზოგადოებაში და საზოგადოებრივად ცხოვრობს (თუმცა ეს არ არის საკუთრივ მისთვის დამახასიათებელი), არამედ იმასაც, რომ მისი არსების, პოტენციების სრული რეალიზაცია მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი, რომ საზოგადოების გარეშე ის ვერ იქნება ვერც იარაღის მკეთებელი, ვერც მოაზროვნე, ვერც ზნეობრივი და ა. შ.
Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.