1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

HA HC HI HL HO HP HQ HR HU
HOL HOM

homo religiosus

რელიგიური ადამიანი. ადამიანი აფასებს, მსჯავრს სდებს საკუთარ ფიქრს და ქცევას არა მხოლოდ როგორც მორალური არსება, არამედ, როგორც რელიგიური არსებაც, აფასებს არა მხოლოდ ადამიანური, არამედ ღვთაებრივი პოზიციებიდანაც, ანუ იმ დამკვირვებლისა და მსაჯულის თვალით, რომელიც მასზე უსასრულოდ მაღლაა სამყაროს იერარქიაში. homo religiosus თავის აზროვნებაში, თავის ქცევაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხელმძღვანელობს ღვთაებრივი და არა მხოლოდ ადამიანური კრიტერიუმებით; ის უფრო მეტს ხედავს თავის ყოფიერებაში და მთელ საგნობრივ სამყაროში, ვიდრე აღქმით ან, თუნდაც, გონების თვალით შეიძლება იქნეს დანახული.
Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9