1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მესიანიზმი

მომდინარეობს „მესია“-დან, რომელიც ებრაული სიტყვაა და ცხებულს ნიშნავს. ამ სახელწოდების ქვეშ მოიაზრება ის მისტიკურ-რელიგიური თეორიები და რწმენა-წარმოდგენები, რომელთა თანახმად ესა თუ ის ერი, ენა, მიწა-წყალი და ა.შ. ღვთის მიერ სხვა ერებზე, ენებსა და ქვეყნებზე აღმატებული მადლითაა ცხებული და გამორჩეულად მაღალი მისია აქვს მიმადლებული. ქართული მესიანიზმის შემთხვევაში ესაა ესქატოლოგიური მისია, რაც მსოფლიოს ხსნისა და გადარჩენის საქმეში ამ ერის ფენომენის განსაკუთრებულ როლს გულისხმობს. ქართული მესიანიზმი XX საუკუნის ბოლო ათწლეულების მოვლენაა, თუმცა მას აქვს თვითშეგნება იმისა, რომ იგი ძველ ქართულ სასულიერო მწერლობას ეფუძნება. ქართველ მესიანისტებს სწამთ, რომ რწმენა ქართველების გამორჩეულობის შესახებ მათ წინაპრებს, სასულიერო პირებს, უფრო ღრმად ჰქონდათ გამჯდარი და გაცნობიერებული.
Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9