1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეგ ნევ ნეი ნეო ნეპ ნერ ნეს ნეტ ნეფ

ნეტურეი კართა

ხასიდობის განაყოფია ულტრაორთოდოქსული თემი ნეტურეი კართა, ანუ „ქალაქის მცველნი“, როგორც იწოდებიან თალმუდში თორის სრულყოფილად მცოდნენი და მისი მცნებების განუხრელი დამცველნი. მათ სხვაგვარად დათიმებს (დათიმ) უწოდებენ, რაც „რელიგიურებს“ ნიშნავს. მცირერიცხოვნობის მიუხედავად (მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულ ოჯახს ითვლის), ისინი გამორჩეულნი არიან იუდაიზმში, როგორც რელიგიური ექსტრემისტები. ცხოვრობენ უპირატესად იერუსალიმში და ხასიდების მიერ დაარსებულ ქალაქ, ბნეიბრაკში. ნეტურეი კართას ღვთის მგმობელ ქმედებად მიაჩნია ისრაელის საერო სახელმწიფოს შექმნა და არ ცნობს მას, როგორც ჰალახას პრინციპების უარისმყოფელს. მათი რწმენით, ამგვარი სახელმწიფოს არსებობა აშორებს ქვეყანას და ხალხს მესიის მოსვლის ჟამისგან. ბევრი მათგანი არ აღიარებს არა მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოს, არამედ უზენაესი რაბინატის სასამართლოს იურისდიქციას, უარს ამბობს სახელმწიფოსგან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიღებაზე, რამდენადაც ღვთის გმობად მიაჩნიათ მისი მოქალაქეობა. ნეტურეი კართა იქამდეც კი მიდის, რომ აშკარად უჭერს მხარს პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციას, უფრო მეტიც: ისრაელის დამოუკიდებლობის დღე (14 მაისი) მათგან გლოვის დღედ არის გამოცხადებული.
Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9