1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პოე პოზ პოლ პომ პოპ პორ პოს პოტ

პოლითეისტური რელიგია

სამყაროში მრავალ ღმერთს აღიარებენ, თუმცა ყველა ისინი ერთ სიმაღლეზე არ ჰყავთ წარმოდგენილი. სამყარო შექმნილია მრავალი ღმერთის მონაწილეობით და ასევე ადამიანის ბედი მრავალ ღმერთზეა დამოკიდებული, თუმცა მათ შორის ერთია უპირატესი და შეიძლება ღმერთების მამად იწოდებოდეს. პოლითეისტური რწმენით, თითოეული ღმერთი განაგებს ყოფიერების ან ადამიანის მოღვაწეობის რომელიმე სფეროს. მისი რანგი იმისდა მიხედვით არის შეფასებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მის მიერ წაძღოლილი თუ ზრუნვილი ესა თუ ის სფერო, თუ დარგი. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის არის ნაყოფიერება და ამიტომაც, ცხადია, რომ ყველაზე ძლიერი და თაყვანსაცემი ის ღმერთებია, რომლებიც განაგებენ ნაყოფიერებას, ადამიანთა შობადობას, მოსავლის სიუხვეს და ა. შ.პოლითეისტურ რელიგიაში შეინიშნება ერთღმერთიანობის ტენდენცია მონოლატრიის სახელწოდებით: საზოგადოებას სწამს ბევრი ღმერთის არსებობა, მაგრამ იგი ერთ ღმერთს სცემს თაყვანს, თვლის მას თავის საკუთარ ღმერთად, რომელიც არის მისი მეოხი და იბრძვის მისი კეთილდღეობისთვის.
Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9