1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბეა ბეი ბეკ ბელ ბენ ბერ ბეს ბეშ

ბერძნები

ბერძენი ხალხის ჩამოყალიბება დაიწყო ძვ.წ. II ათასწლეულის დამდეგს, როდესაც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე პროტობერძნულმა ტომებმა – აქაველებმა და იონიელებმა, ხოლო ძვ.წ. XII საუკუნიდან – დორიელებმა ადგილობრივი მოსახლეობის (პელასგების და სხვ.) ასიმილაცია მოახდინეს. ბერძნული კოლონიზაციის ეპოქაში (ძვ.წ. VIII-VI სს.) შეიქმნა საერთო ბერძნული კულტურული ერთობა და გაჩნდა საერთო საკუთარი სახელი „ელინები“ (ასე ეწოდებოდა შუა საბერძნ. ოლქის, შემდეგ – მთელ ბერძნულენოვან მოსახლეობას). რომაელებმა ელი-ნებს უწოდეს „გრეკო“, რაც შემდეგ ევროპის ხალხებმა შეითვისეს. ელინიზმის ხანაში აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელდა საერთო ბერძნული ენა „კოინე“. ძველმა ბერძნებმა შექმნეს მაღალი კულტურა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ევროპისა და წინა აზიის ხალხთა კულტურულ განვითარებაზე. შუა საუკუნეებში ბერძენი მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა ძლიერ შეიცვალა: მას ერწყმოდნენ ჩრდილოეთიდან გადმოსახლებული ვლახები, სლავები (VI-VII სს.), მაგრამ ძირითად ბირთვად მაინც ბერძნული ეთნიკური ელემენტი დარჩა, რომელიც თანამედროვე ბერძნებს უშუალოდ აკავშირებს ძველ ბერძნებთან.
საქართველოში ბერძნების პირველი დასახლებების გაჩენა შავი ზღვის სანაპიროების ინტენსიურ ბერძნულ კოლონიზაციას უკავშირდება.
Source: ეთნოსები საქართველოში: [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ. ; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9