1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კლა კლე კლი კლო კლუ

კლოჩი

თურქთთა დღესასწაული აღმოსავლური კალენდრით მარტის პირველ ოთხშაბათს ეწყობა. ყოველ ოჯახში აცხობენ კულიჩს, რომელშიც მძივს ან მონეტას დებენ. მეორე დღეს, ადრე დილით, ოჯახის წევრები თავს იყრიან კულიჩის გარშემო, ოჯახის უფროსი ახსენებს ღმერთს და ჭრის ნამცხვარს. ჯერ შუაში დაუსვამენ კულიჩს დანას – ამას „ხა-ტა ჯოტი“, ანუ „გუთნის კვალი“ ეწოდება. შემდეგ ერთ ნახევარს ნაწილებად ჭრიან, იგი წმინდანებისა და ანგელოზებისთვისაა განკუთვნილი. ესენი არიან:
1) აფტ მერე დივანე – შვიდი ანგელოზი,
2) ხოდანე მალე – ოჯახის მფარველი,
3) მამე შვან – წვრილფეხა რქოსანი საქონლის მფარველი,
4) გავანე ზარზან – მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მფარველი,
5) ხათუნა ფარხა – ბავშვებისა და ქალების მფარველი,
6) შამსი – ნათელმოსილი ანგელოზი. მეორე ნახევარს ჭრიან მამრობითი სქესის ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად და დიასახლისისთვის. ვისაც მძივი ან მონეტა ერგება, ის ღმერთისგან კურთხეული იქნება. ამ დღესასწაულს მხოლოდ საქართველოს, სომხეთისა და რუსეთის ეზიდები ზეიმობენ.
Source: ეთნოსები საქართველოში : [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ. ; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9