1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჩა ჩე ჩვ ჩი ჩო ჩრ ჩხ
ჩაგ ჩაკ ჩამ ჩაპ ჩარ ჩას

ჩარშამა სორი

რელიგიური დღესასწაული – (წითელი ოთხშაბათი). ეზიდთა რწმენით, აპრილისთვის მიწა მოხნული და გამზადებული უნდა იყოს დასათესად. ახალგაზრდები გადიან მინდორში, კრეფენ აპრილის წითელ ყვავილებსა და კონებად კიდებენ შესასვლელი კარის თავზე. დილით ყველა სახლი ლამაზადაა მორთული, დიასახლისს კი სუფრაზე გამოაქვს წითლად, ყვითლად და მწვანედ შეღებილი კვერცხები, რომლებიც სიცოცხლისა და სამყაროს მრავალფეროვნების სიმბოლოა. ამავე დღეს გლეხები გადიან მინდორში და ნათესებში მიმოაბნევენ კვერცხის სხვადასხვაფერ ნაჭუჭს, რათა წლის მოსავალი უხვი იყოს.
Source: ეთნოსები საქართველოში : [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ. ; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9