საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და მისი სახელწოდება თურქულ-ირანული სიტყვებისაგან შედგება: „დაღ“ თურქულად მთას ნიშნავს, ხოლო „ესთან“ გეოგრაფიული დასახელების ირანული მაწარმოებელია. ეს სახელწოდება XIV საუკუნეში ჩნდება და საბოლოოდ მკვიდრდება XVI საუკუნიდან. ასე რომ, დაღესტანი რეალურად ამართლებს თავის სახელ-წოდებას – იგი „მთების ქვეყანაა“. ეს პატარა ქვეყანა დიდი ეთნიკური და ენობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
დაღესტნის მოსახლეობა 2002 წლის აღწერის მონაცემებით, 2 576 ათას ადამიანს შეადგენს; ისინი, ძირითადად, კავკასიურ, თურქულენოვან და ირანულენოვან ხალხებს მიეკუთვნებიან.
Source: ეთნოსები საქართველოში : [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ. ; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340