1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ლა ლე ლი ლო ლტ ლუ
ლო ლოგ ლოკ ლონ ლოს ლოქ

ლოკი ჯონ (1632-1704)

  1. გამოჩენილი ინგლისელი მოაზროვნე, რომლის სახელი მჭიდროდაა ასოცირებული განმანათლებლობასთან. ხშირად მას ლიბერალიზმის ფუძემდებლადაც მიიჩნევენ. ლოკისეულ ცნებებს ,,მმართველობა მორთულთა მიერ“ და ,,ადამიანის ბუნებითი უფლებები - სიცოცხლის, თავისუფლების და ქონების“, პოლიტიკური ფილოსოფიის შემდგომ განვითარებაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა. მისმა იდეებმა აშშ-ს სამართლის ჩამოყალიბებასა და კოლონისტების რევოლუციურ მოძრაობაზე გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ლოკს იმ მოაზროვნეთა გუნდში განიხილავენ, რომელთაც ,,ბრიტანელ ემპირიკოსებს“ უწოდებენ. ამ ჯგუფში პირველ რიგში დევიდ იუმი და ჯორჯ ბერკლი მოიაზრებიან. ჯონ ლოკის ძირითადი ნაშრომია: ,,ორი ტრაქტატი ხელისუფლების შესახებ“.
    Source: თავისუფლება და საკუთრება: [კრებული / მთ. რედ. პაატა შეშელაძე ; ბიოგრ. ცნობების ავტ. ზვიად აბაშიძე ; მთარგმნ.: რუსუდან აფაქიძე, გიგა გველესიანი და გია ჯანდიერი] - [თბ.: ენა და კულტურა, 2005] - 162გვ. ; 29სმ. - (თავისუფლების ბიბ-კა; წ. 3, 2005) - - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ავტ.: გია ჯანდიერი, ჯონ ლოკი, ფრედერიკ ბასტია, ლუდვიგ ფონ მიზესი, არმენ ალჩიანი, მარი ნ. როთბარდი, როსტისლავ კაპელუშნიკოვი, ჯეიმს ბიუქენენი, დევიდ თერო, ტიბორ მაჩანი, ლეშეკ ბალცეროვიჩი, რიჩარდ სტროუპი, ჯეინ შოუ, სტეფან კინსელა, ჯეიმს დორნი, ტერი ანდერსენი, ლაურა ჰიგინსი, ჰანს ჰერმან ჰოპე - პაატა შეშელიძე
  2. ჯონ ლოკი ბრისტოლის მახლობლად, რინგტონში დაიბადა. განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ფილოსოფიას, მედიცინასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შეისწავლიდა. ლოკის პოლიტიკურ-რელიგიური აზროვნებისთვის სახასიათო ტოლერანტული სულისკვეთება მოზროვნეს ოქსფორდის უნივერსიტეტის კანცლერის, ოუენის გავლენით ჩამოუყალიბდა. მედიცინასთან შედარებით, უფრო ფილოსოფიამ დააინტერესა და დეკარტის, ჰობსისა და გასენდის ნაშორმებს გაეცნო. 1667 წელს ლოკი აღმზრდელად იწყებს მუშაობას ოქსფორდში, შაფტსბერის გრაფის, ლორდ ეშლის სახლში. შემდგომში ის ლორდის მდივანი გახდა და, შერისხვისა და გაძევების მიუხედავად, ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. 1675-1679 წლები ლოკმა საფრანგეთში გაატარა, სადაც ფრანგული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები გაიცნო. ინგლისში დაბრუნების შემდეგ, 1683 წელს, იძულებული გახდა, ჰოლანდიისთვის შეეფარებინა თავი, რადგანაც კარლოს II და იაკობ I სტიუარტი მას არასანდო პიროვნებად მიიჩნევდნენ. 1689 წელს ინგლისის ტახტზე უილიამ ორანელის ასვლის შემდეგ ლოკმა შეძლო სამშობლოში დაბრუნება, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და სამწერლო მოღვაწეობას, იყო ლიბერალური წრეების ოფიციალური და გავლენიანი წარმომადგენელი. 1692 წელს ესექსის საგრაფოში დასახლდა, რათა სიცოცხლის უკანასნელი წლები სიმშვიდეში გაეტარებინა.
    Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9