ზამთარში ასურელთა. ხორცის დღესასწაულია. ახალ წლიდან მოკიდებული სოფელში გროვდება ფული, რომლითაც 18 იანვრისთვის საქონელს იძენენ. სამი დღის მარხვის შემდეგ, 18 იანვარს, გამთენიისას, კლავენ საქონელს, ხარშავენ და ხორცს მთელ სოფელში არიგებენ. საქონელთან ერთად საღვთო მამლებიც იკვლება. ზაფხულის მარეზობისას სოფელში გროვდება რძე, ფქვილი, ერბო, სოფლის შუაგულში, ხის ჩრდილში დუღდება „მურთუხა“ (ყოველივე ამის ნაზავი) და მთელი სოფლის მოსახლეობაზე ნაწილდება.
დასავლეთ. საქართველოს ასურელები. მარეზის დღესასწაულს, სურვილის დღეს უწოდებენ.
Source: ეთნოსები საქართველოში : [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა . - თბ., 2008. - 310გვ. : ფოტ., ნახ. ; 27სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN: 978-9941-0-0901-3(ორივე ტ.), ISBN: 978-9941-0-0902-7(2 ტ.)[MFN: 134340