სხვადმადიდებლობა რელიგიაში. საერთო რწმენისგან განსხვავებული რწმენათეორიები. საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიები იქმნებოდა, რათა ამ რწმენა–თეორიების ბუნება და ავკარგიანობა გარკვეულიყო. თუკი დადასტურდებოდა, რომ ისინი რწმენის არსებით პუნქტებს, ე.ი. ქრისტიანული ღვთისმეტყველების მაცოცხლებელ ღერძს, უპირისპირდებოდნენ და აზიანებდნენ, საეკლესიო კრებები ასეთ თეორიებს ერესებად, ანუ მწვალებლობებად (წვალებებად) ნათლავდნენ და ანათემას უცხადებდნენ.
Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.