1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სქე სქი სქო

სქიზმა

განხეთქილება რელიგიურ გაერთიანებაში, ეკლესიაში. ამ ტერმინით უმთვარესად ქრისტიანული ეკლესიის წიაღში მომხდარი განხეთქილება აღინიშნება. მაგალითად, სქიზმა რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ან განხეთქილებები კათოლიკურ ეკლესიაში, რამაც ანტიპაპიზმი წარმოშვა. განხეთქილებაში მყოფ ქრისტიან თანამორწმუნეთა ჯგუფს სქიზმატებს უწოდებენ. კათოლიკეები ასეთებად მიიჩნევენ მართლმადიდებლებს. მართლმადიდებელ ეკლესიაში არ არსებობს ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, კათოლიკეები ერეტიკოსებად უნდა ჩათვალონ თუ სქიზმაში მყოფებად.
Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9