1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სქე სქი სქო

სქიზმატური ეკლესიების სია

საქართველოს საპატრიარქომ 1999 წელს გამოაქვეყნა იმ ეკლესიებისა და ჯგუფების სია, რომლებიც მასთან იმხანად განხეთქილებაში იმყოფებოდნენ („საპატრიარქოს უწყებანი“, 612.XI, № 44). ესენია:
1. ბოსტონის დაჯგუფება, ე.წ. აქვსენტიოსის ფრთა (მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში),
2.ბერძნული სქიზმა, ე.წ. ქრიზოსტომოსის ფრთა (არქიმანდ. გრიგოლ კობახიძის ჯგუფი);
3.მოსკოვის სქიზმა (ეპისკოპოსების: ამბროსის, მოსესა და ნოდარის შემადგენლობით),
4.ბერძნული სქიზმა, ე.წ. კვიპრიანეს ფრთა (გლდანის ეპარქია),
5. სტაროვერები (ეპისკოპოსები იონა და პავლე),
6. ზედაზნის ჯგუფი (მღვდელი ლავრენტი ბუზიაშვილი და ბორის ივანოვი),
7.სრულიად საქართველოს ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანთა კავშირი (ეპისკოპოსი ნიკოლოზი, ფოთი).
8.ეპისკოპოს ქრისტეფორეს ეკლესია („სხვენის ეკლესია“), რომელიც, ჩამოთვლილი გაერთიანებებისაგან განსხვავებით, ეკუმენური მოძრაობის მიმართ თანაგრძნობით გამოირჩევა.
Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9