გაერთიანების პირობითი სახელი, რადგან ღვთისმსახურებას წინამძღვარი ეპისკოპოსი საკუთარი სახლის სხვენზე ატარებს. ეს ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქადაგებას. საღვთო წერილი თანამედროვე ენაზე იკითხება. „სხვენის მართლმადიდებელ ეკლესიას“ (ცალმხრივად) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიასთან ევქარისტიული კავშირი გაწყვეტილი არა აქვს (ლოცვებში კათოლიკოსპატრიარქი ილია II მოიხსენიება), მაგრამ ორგანიზაციულად მისგან დამოუკიდებელია. არსებობს 2000 წლიდან. მიმდევართა რიცხვი 1000მდე აღწევს.„სხვენის ეკლესიის სამრევლოები“ თბილისის გარდა მარნეულში, გორში, თერჯოლასა და სხვა რაიონებშიც არსებობს. ლიტურგია, რომელიც ამ ეკლესიებში სრულდება, სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების ლიტურგიისაგან არსებითად არ განირჩევა, თუმცა ღვთისმსახურების (ლოცვებისა და კვერექსების) ენა თანამედროვე ქართულთანაა ადაპტირებული.
Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.