1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ძა ძვ ძი ძმ ძუ
ძვე

ძველმართლმადიდებლები

ანტირეფორმატორული მიმდინარეობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში და ეთნოგრაფიული ჯგუფი რუს ხალხში წარმოიშვა XVII საუკუნის შუა წლებში; დამაარსებლები: სპირიდონ პოტიომკინი, პროტოპოპი ამბაკუმი, ეპ. პავლე კოლომნელი, ბერი აბრაამი, დიაკონი ფიოდორი და სხვანი; საფუძველი – ძველი წეს-ჩვეულებებისა და რჯულმოძღვრებისადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოვლენა. ცნობილია სხვა სახელითაც: „სტაროვერები“ (ძველმორწმუნეები), „სტაროობრიადცები“ (ძველმოწესეები), „რასკოლნიკები“ (სქიზმატები).
ახასიათებს მძაფრი ესქატოლოგიური მოლოდინი, მეტწილად – კონკრეტულ თარიღზე მინიშნებით. დაგმო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ როგორც „რასკოლი“ (სქიზმა). მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს, შესაბამისად, სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებსაც, მასთან ევქარისტიული კავშირი დღემდე გაწყვეტილი აქვთ და მისი იერარქიის მადლმოსილებას არ აღიარებენ. ძირითადად რუსეთში სახლობენ, მაგრამ მათი მცირერიცხოვანი ეკლესიები თითქმის ყველა კონტინენტზე გვხვდება, არიან საქართველოშიც. ძველმართლმადიდებლების საერთო რიცხვი 2 მილიონს აღემატება.
Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9